აიაქსში სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებ - ანდრე ონანა

ონანას პრემიერლიგა ხიბლავს

აიაქსის მეკარე ანდრე ონანამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ჩელსისთან დაფიქსირებული ფრის შემდეგ (4:4) განაცხადა, რომ მომავლისთვის შესაძლებელია ბედი ინგლისის ჩემპიონატში სცადოს.

 

"ინგლისში მაღალი კონკურენციაა. იქ თამაში ყველას სურს, მაგრამ პრემიერ ლიგა ყველასთვის არ არის. ამჟამად აიაქსის ფეხბურთელი ვარ, არ ვაპირებ აქ სამუდამოდ დარჩენას, თუმცა, ახლა ორიენტირებული მხოლოდ ამ გუნდზე ვარ," - აცხადებს ფეხბურთელი BBC-სთან ინტერვიუში.