პსჟ ბაიერნს და იუვეს შეუერთდა

პსჟ-მა მერვედფინალის საგზური ნაადრევად მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში პსჟ-მა იკარდის გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 ბრიუგე დაამარცხა. ამ მოგებით პარიზულმა გუნდმა მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.

 

პარიზელები 12 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, მეორე პოზიციაზე მადრიდის რეალია 7 ქულით, მესამეზეა ბრიუგე 2 ქულით, ხოლო ჯგუფის აუტსაიდერი გალათასარაია, რომელსაც მხოლოდ 1 ქულა აქვს.

 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ შეხვედრაში პარიზული გუნდი მადრიდის რეალს ესტუმრება.