უოკერი: ხანდახან კარში გასართობად ვდგებოდი...

შახტართანაც უოკერი იდგება?

მანჩესტერ სიტის მცველს, კაილ უოკერს,  ატალანტასთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში, მატჩის 88-ე წუთზე კარში ჩადგომა მას შემდეგ მოუწია, რაც ედერსონ მორაეშის ნაცვლად მოედანზე მყოფმა კლაუდიო ბრავომ წითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

 

როგორც ჩანს, ინგლისელი ფეხბურთელისა და გუარდიოლას სურვილები ერთმანეთს დაემთხვა და უოკერმა კარში  ჩადგომის წინადადება სიხარულით მიიღო.
.
"მოხალისე ვიყავი თუ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო? - ვფიქრობ, ორივე. ხანდახან,  ვარჯიშებზე გასართობად კარში ვდგებოდი, თუმცა ახლა დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ ბურთის დაფიქსირებას ორი მოძრაობა სჭირდება. ჩვენთვის ერთი ქულა დამაკმაყოფილებელი შედეგია," - თქვა უოკერმა