სინერი. ბოლომდე

ATP შემდეგი სეზონისთვის უკვე ემზადება. იქ, ეს ბავშვი ბევრს დაჭრის.

იანიკ სინერის ლეგენდა.

ალბათ, ეს ბავშვიც წააგებს. ან, შეიძლება არ წააგოს და მილანში, პატარების შემაჯამებელ ტურნირზე ჩემპიონი გახდეს. იტალიელი კლავს. იტალიელი გემოვნებით იგებს და იტალიელი უკვე ნახევარფინალშია. ბოლო ტესტში, ფრანგ უგო უმბერთან სინერი ფავორიტია.

საინტერესო მოთამაშეა. ძალიან კარგი დამოკლებულით. იმერს აქვს პოტენციალი და სინერმა ეს პოტენციალი დამარხა. იტალიელი სხვა დონეზე იყო. 4:0, 4:2, 4:1 სინერს და ბიჭმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი დომინანტური, სწრაფი (56 წუთი) მოგება დაირტყა. რეკორდი (55) ს ეკუთვნის, რომელმაც ეს შედეგი შარშან დასვა.

იმერი ცდილობდა აგრესიის აგრესიით გადაფარვას და მხოლოდ 4 ზუსტი, აუღებელი დარტყმით დახურა თამაში. ძალიან ცოტაა. სინერმა ტორნადო აუშვა და იმერის ნარჩენებს კიდევ დიდხანს აგროვებდნენ. საილენთ ჰილი საჩოგბურთო კორტზე. როდესაც ყველაფერი დაილექა და ნისლი ინერის კიდევ ერთმა დარტმამ განდევნა, ტაბლოზე იტალიელის ზედიზედ მეორე ვიქტორია იყო ასახული.

იმერს 1 მოგება აქვს. და სინერთან წაგება. ნახევარფინალისთვის შვედმა ფრენსის ტიაფო უნდა გააჩეროს. სინერმა ორ დღეში ორივეს მოუგო.

ATP შემდეგი სეზონისთვის უკვე ემზადება. იქ, ეს ბავშვი ბევრს დაჭრის.

იანიკ სინერი ყველაზე ფერადი მომავლით და ყველაზე ბასრი ჩოგბურთთ მოდის.

და, ის უკვე აქ არის.

ის ბოლომდე მიდის.