13

ბითაძემ 13 ქულით NBA-ში პირადი რეკორდი დასვა. 

ინდიანა იგებს. 121:106 ვაშინგტონთან. ინდიანამ ეს გუნდი საკუთარ დარბაზში ზედიზედ მესამედ გააჩერა. კარგი სერია, რომლის დროს გუნდს სტაბილურად აკლია ლიდერები და ინდიანა ამას ყურადღებას არ აქცევს. კარგი სვლა გრძელდება.

გოგა ბითაძე პეისერზის ერთ-ერთი უცვლელი მომმარაგებელი გახდა. ქულების, მოხსნების, კარგი განწყობის მომმარაგებელი. და, გოგამ ვაშინგტონთან 13 დასვა.

13 - გელა ბაბლუანის ფილმში როლის გარანტია.

13 - ჯეისონ უორჰიზის სადისტური უნარჩვევები ფილმში პარასკევი 13.

13 - გოგასთვის კარგი ციფრი. ბითაძემ 13 ქულით NBA-ში პირადი რეკორდი დასვა.

ინდიანა თამაშობს მაილზ ტერნერის გარეშე და გუნდმა დაკარგა კიდევ ერთი კარგი ბიჭი - ჯერემი ლემბი, რომელმაც ტრავმა შარლოტთან წაგებულ ჩეხვაში მიიღო. და, გუნდს დაუბრუნდა დომანტას საბონისი. ლიტველი ძალიან კარგი იყო. ლიტველმა პირველ მეოთხედში 4 ქულა და 5 მოხსნა აკრიფა. მაგარი სტატისტიკა.

გოგამ და პეისერზის სხვა სათადარიგოებმა მეორე მეოთხედის სტარტზე აკრიფეს. 14:5 გაქცევა გოგას, დაგ მაკდერმოტის და ჯასტინ ჰოლიდეის სამიანებმა დაიწყეს. დიდ შესვენებაზე პიეისერზი უკვე 8 ქულას იგებს.

მაკდერმოტი: ისინი 2-3 ზონას გვეთამაშებოდნენ. ჩვენ ეს ზონა გავხსენით. მქონდა შანსები და ეს შანსები გამოვიყენე. ისევე, როგორც - გოგამ.

მაკდერმოტმა პირველად აკრიფა ამ სეზონში 10 და მეტი ქულა. ბიჭმა 4 სამიანი გამოიყენა. გაასწორა. დაგის და გოგას დაუნდობელი მიწოლით ინდიანას სათადარიგოებმა 43 ქულა დააგროვეს.

მეხუთედ ამ რეგულარულში 10 და მეტი პასი დასვა მალკოლმ ბროგდონმა. ინდიანამ მილუოკიდან მკვლელი დაირტყა.

ინდიანამ პირველ შეტევაში 24:15 მოიგო. ინდიანამ ვაშინგტონის 17 შეცდომით 28 ქულა აიღო.

საბონისმა 17 მოხსნით კარიერის რეკორდი გაიმეორა. რომელიც ხუთი დღის წინ, კლივლენდში დააფიქსირა.

და, ინდიანამ კიდევ ერთი პერსონალური რეკორდი ხია - 35 შედეგიანი გადაცემა. ბრავო, დაგლიჯეს!

 

 

 

დღის მატჩი

ინდიანა - ვაშინგტონი 121:106 (26:26, 44:36, 24:18, 27:26)

ინდიანა: უორენი (21), ჰოლიდეი (18), სემფსონი (14), საბონისი (13, 17 მოხსნა), ბითაძე (13, 3 მოხსნა, 1 პასი), ბროგდონი (13, 12 პასი).

ვაშინგტონი: ბილი (30), ბრაიანტი (20, 11 მოხსნა), მაილზი (11), ბერთანსი (11), ტომასი (10).