ბრავო ისტორიაში შევიდა

ბრავო პირველია

ჩილელი მეკარე კლაუდიო ბრავო ერთობ უცნაური მიღწევის ავტორი გახდა. სამხრეთ ამერიკელი ისტორიაში პირველი მეკარეა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და წითელი ბარათი მიიღო.

 

ლიგის მეოთხე ტურში, სიტი ატალანტას ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში ედერსონმა მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც მეორე ნახევარი ბრავომ დაიწყო. 81-ე წუთზე 36 წლის მეკარემ ერთი ერთზე გასული ილიჩიჩი წააქცია, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში სიტის კარს უოლკერი იცავდა.

 

ბრავო გვარდიოლას გუნდში 2016 წლის ზაფხულში ბარსელონადან გადავიდა. პირველ სეზონში იგი ძირითადის კიპერად ითვლებოდა, თუმცა შემდეგ ადგილი ედერსონს დაუთმო.