17–წლამდელები – წინ პორტუგალიაა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. ამ ნაკრებს გიორგი ჩიტაური წვრთნის. გუნდი 10 ნოემბერს გაემგზავრება პორტუგალიაში, სადაც ჩატარდება კიდეც ჯგუფის მატჩები.

შეხვედრები 13–16–19 ნოემბერს გაიმართება, შესაბამისად, უკრაინასთან, პორტუგალიასთან და ალბანეთთან. ჯგუფიდან, როგორც იცით, ორი გუნდი გავა ელიტრაუნდში.

 

ჩიტაურის გუნდმა წინა თვეში ამხანაგურ თამაშში საბერძნეთშ 2:0 მოუგო. ამ ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომელიც გულშემატკივარმა გაიცნო: დავით ასათიანმა ეროვნულ ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა, ქუთაისის ტორპედოს მეკარემ საბურთალოსთან ორ შეხვედრაში ორი პენალტი მოიგერია.  

 

ასევე ორ ნახევარმცველს გამოვარჩევდით: საყრდენ ლუკა გაგნიძესა და შემტევ გიორგი აბუაშვილს. ორივენი თბილისის დინამოს 19–წლამდელთა გუნდში თამაშობენ, მაგრამ ჩისკოს გაწვრთნილ დინამოშიც მოასწრეს დებიუტი.   

 

მეკარეები: დავით ასათიანი (ტორპედო), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია);

 

მცველები: ზურა ზოსიაშვილი (სფფ აკადემია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბ), თორნიკე დუნდუა (დინამო თბ), დავით გოგოტიშვილი (დინამო თბ), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), გიორგი უბილავა (დინამო თბ), მიხეილ ავალიანი (სფფ აკადემია), ალექსანდრე გაფრინდაშვილი (დინამო თბ);

 

ნახევარმცველები: გიზო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), ოთარ მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), სანდრო ტატიშვილი (სფფ აკადემია), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ), გიორგი გვიშიანი (საბურთალო);

 

თავდამსხმელები: ნოდარ თუთაშვილი (სფფ აკადემია), თეიმურაზ თურაზაშვილი (სფფ აკადემია).