ბენზემამ მესის რეკორდი გაიმეორა

ბენზემას გააქვს, გააქვს და გააქვს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, რეალმა გალათასარაი მიიღო და 6:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში კარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა. ამრიგად ის გახდა, მეორე ფეხბურთელი, რომელმაც აღნიშნული ტურნირის ზედიზედ 15 გათამაშებაში მინიმუმ 1 გოლი გაიტანა. ბლანკოსის მე-9 ნომრის გარდა, მსგავსი შედეგი ლეო მესისაც აქვს დაფიქსირებული.

 

ბენზემა ლიგაში 2005-06 წლების სეზონიდან თამაშობს. მას დებიუტი ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როცა ლიონის ღირსებას იცავდა. ფრანგმა ფორვარდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 4-ჯერ (2014, 2016, 2017, 2018 წლებში) მოიგო. რაც შეეხება რეალს, ზიდანის გუნდს A ჯგუფში 7 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.