გვარდიოლამ გუნდი მეექვსასედ დაარიგა

ქალაქელთა მწვრთნელის ბრწყინვალე სტატისტიკა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მანჩესტერ სიტი ატალანტას ესტუმრა და მატჩი 1:1 დასრულდა. ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო პეპ გვარდიოლასთვის, რადგან ქალაქელთა დამრიგებელს სამწვრთნელო კარიერაში მე-600 შეხვედრა ჰქონდა.

 

გვარდიოლამ კარიერა ბარსელონაში დაიწყო, სადაც ყველა ტიტული მოიგო, რისი შანსიც ჰქონდა, შემდეგ ბაიერნის მესაჭე გახლდათ და გერმანიაშიც მშვენივრად გაართვა დაკისრებულ მოვალეობას თავი, ეხლა როგორც იცით სიტის დამრიგებელია და გუნდი ყველა ტურნირის ფავორიტად ითვლება, სადაც მონაწილეობს.

 

 

კარიერის განმავლობაში პეპმა 434 მატჩი მოიგო, 100 ფრედ დაასრულა, 66-ჯერ დამარცხდა და 25 ტიტულს მოუყარა თავი.