ჯაკამ შესაძლოა არსენალი დატოვოს

27 წლის ფეხბურთელით იტალიური გუნდია დაინტერესებული

გრანიტ ჯაკას შესახებ ცნობები არ წყდება. ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ შვეიცარიელმა შესაძლოა არსენალი დატოვოს. საქმე იმაშია, რომ ნახევარმცველით მილანია დაინტერესებული. სერია ა-ს ბინადრები ჯაკას გადაბირებას ზაფხულში შეეცდებიან.

 

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის ირგვლილ დიდი არეულობაა. 27 წლის ნახევარმცველს გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ემერიმ კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა. შესაძლოა სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ შვეიცარიელი ევროპა ლიგის მეოთხე ტურში გიმარაეშთან განაცხადს მიღმა დარჩა.

 

ჯაკა არსენალში 2016 წლის ზაფხულში გლადბახიდან გადავიდა. ამ სეზონში გრანიტმა 10 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით უგოლოდაა.