სარიმ რონალდუ გააბრაზა (ვიდეო)

კრიშტიანუმ იტალიელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში იუვენტუსმა მოსკოვის ლოკომოტივი 2:1 დაამარცხა. 81-ე წუთზე, მაშინ როცა ანგარიში 1:1 იყო, მაურისიო სარიმ კრიშტიანუ რონალდუ პაულო დიბალათი შეცვალა. როგორც ჩანს, პორტუგალიელი ამან იმდენად გააბრაზა, რომ შეცვლის შემდეგ მაურისიო სარის ხელი არ ჩამოართვა.

 

 

რონალდუმ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 4 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, რაც მისგან ცოტა უჩვეულოა. რაც შეეხება იუვენტუსს, ბიანკონერის D ჯგუფში 10 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. მომდევნო ტურში იტალიური გრანდი მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს.