ქართველის დუბლი ჩეხეთში, პლზენთან

ჩეხეთის სპარტას 19–წლამდელთა გუნდს რომ ქართველი კაპიტანი ჰყავს, ეს გეცოდინებათ. საუბარია ცენტრალურ მცველ ივა გელაშვილზე

ქართველმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ჩეხეთის 19–წლამდელთა ლიგაში, კერძოდ, სპარტელებმა 3:0 მოუგეს უშუალო კონკურენტ პლზენს და ორი გოლი სწორედ გელაშვილმა გაიტანა: მეორე ტაიმის დასაწყისში, ხუთწუთიან მონაკვეთში.

 

ივა ჩეხეთში გაიზარდა. საქართველოს 17 და 19–წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშევი. აი, რამაზ სვანაძის გაწვრთნილ ნაკრებშიც იყო, რომელმაც სამიოდე კვირის წინ უნგრეთში, ევროშესარჩევში სამი მატჩიდან სამივე მოიგო.  

 

ჩეხეთის 19–წლამდელთა ლიგაში სამი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის: სპარტა, პლზენი, სლავია. ჩემპიონი უეფას ახალგაზრდულ ლიგაში გავა.