თორნიკე შენგელია: მზად ვართ!

მილანი ბასკონიას გატესტავს. სადაც ტურნირის საუკეთესო ფორვარდი, თორნიკე შენგელია დგას. 

ბასკონია (3:3) მილანში ჩადის. მილანში ეტორე მესინას კარგი, ბასრი, კარგად აწყობილი გუნდია (5:1). და, ამ გუნდმა სეზონის წინ დაიმატა რამდენიმე ვარსკვკლავი. სერხიო როდრიგესი დომინირებს და მილანმა უკვე მოუგო ბარსელონას.

მილანი ბასკონიას გატესტავს. სადაც ტურნირის საუკეთესო ფორვარდი, თორნიკე შენგელია დგას. თოკოს თამაშის დაწყებამდე დავუკავშირდით.

თორნიკე შენგელია: რთულია შეხვედრა გვაქვს. წელს თანაბარი, საინტერესო ტურნირია და ბევრი გუნდი უმატებს. გასვლაზე ვართ, რთული თამაში იქნება და მაინც ვთვლი, რომ შანსები თანაბარია.

 

მესინას ფაქტორი.

თ.შ: ალბათ, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. იმის გათვალისწინებით, რა გუნდებში აქვს ნამუშევარი მილანის მწვრთნელს. გამოცდილი, მცოდნე სპეციალისტი, რომელსაც ევროპაში დიდ პატივს სცემენ.

 

შენგელიას ფაქტორი.

თ.შ: ღვთის წყალობით, ჯერ, ყველაფერი კარგად მიდის. მე არ ვისახავ მიზნად ბევრი ქულის აღებას. ეს, უბრალოდ, პარალელურად ხდება. თუ გუნდის წარმატებისთვის ჩემი კარგი სტატისტიკაა საჭირო, არ ვარ წინააღმდეგი. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა.

 

დღეს, 23:45, მილანი - ბასკონია.