სელტიკის ქომაგები რომში დაჭრეს

გლაზგოელთა გულშემატკივრები საავადმყოფოში გადაიყვანეს

ევროპა ლიგის მეოთხე ტურში, ლაციო გლაზგოს სელტიკს უმასპინძლებს. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, რომში სელტიკის ორი ქომაგი დანით დაჭრეს. შემთხვევა ერთერთ პაბში მოხდა. სამართალდამცავებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. ცნობილია, რომ სელტიკის ორივე ფანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ევროპა ლიგის E ჯგუფში ლაციოს 3 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, სელტიკი კი 7 ქულით ცხრილის სათავეში გახლავთ. აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 2 კვირის წინ გლაზგოშიც ითამაშეს და შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.