რემზიმ რონალდუს მოუბოდიშა

რონალდუს რეკორდი "მოპარეს"

აარონ რემზიმ, მოსკოვის ლოკომოტივთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, რონალდუს გოლი „მოჰპარა“. კრიშტიანუ რონალდუს საჯარიმო დარტმის შემდეგ ბურთი უკვე კარის ხაზს კვეთდა, როცა უელსელმა ფეხბურთელმა ფეხი დაარტყა და გოლი გაიტანა. რემზი ასე რომ არ მოქცეულიყო, რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდებოდა, რომელსაც უეფას ევრო-ტურნირებზე 34 სხვადასხვა გუნდთან  გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ 33 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ რონალდუსთან ერთად თავი რაულმა და მესიმ გამოიჩინეს.

 

მატჩის შემდეგ არსენალის ყოფილმა ვარსკვლავმა თავისი საქციელი ამგვარად ახსნა:

 

„ვიფიქრე, რომ მეკარე ჩემთან ძალიან ახლოს იდგა, შესაბამისად, უკან მობრუნების და ბურთის აღების შანსი ჰქონდა. ჩემი საქციელი ინსტინქტური იყო. ამისთვის რონალდუს მოვუბოდიშე“

 

მაურისიო სარის გუნდი D ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს და, დარჩენილი ორი თამაშის მიუხედავად, 16 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი უკვე განაღდებული აქვს.