უკრაინაში ალექსანდრიას და სტ.ეტიენის ფანებმა იჩხუბეს (ვიდეო)

რევანში უკრაინულად (ვიდეო)

ევროპა ლიგის ჯგუფში ერთმანეთს ალექსანდრია და სტ.ეტიენი შეხვდებიან. მატჩის დღეს, გუნდების გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ცნობილია, რომ კონფლიქტში დაახლოებით 100 ადამიანი მონაწილეობდა. უკრაინელი სამართალდამცავების ცნობით, ჩხუბის დროს 2 პოლიციელი დაშავდა.

 

როგორც ალექსანდრიას გულშემატკივრები ამბობენ, კონფლიქტი 2 კვირის წინ საფრანგეთში მომხდარი ჩხუბის ერთგვარი რევანშია, წინა დაპირისპირება კი ფრანგების პროვოცირებული იყო.

 

 

ევროპა ლიგის I ჯგუფში როგორც ალექსანდრიას ასევე სტ.ეტიენს 2-2 ქულა აქვთ და შესაბამისად 3-4 ადგილებს იყოფენ. ამ გუნდებს შორის წინა მატჩი საფრანგეთში 1:1 დასრულდა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს რომში სელტიკის 2 ქომაგი დაჭრეს, რომლებიც ლაციოსთან საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ არიან ჩასულნი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.