კლოპი: "ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია"

იურგენ კლოპმა პეპ გვარდიოლა შეაქო

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მანჩესტერ სიტის თავკაცზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

 

"გვარდიოლას უდიდეს პატივს ვცემ. მას დიდი ხანია ვიცნობ და ჩემთვის მასთან პაექრობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია, ჩვენ კი მისი გუნდის დამარცხების შანსი გვაქვს, რაც ურთულესი, მაგრამ რეალური ამოცანაა", - თქვა კლოპმა.

 

შეგახსენებთ, რომ ლივერპული - სიტის მატჩი კვირას, 10 ნოემბერს გაიმართება.