უკრაინელმა ჟურნალისტებმა თუშიშვილი სამურაის შეადარეს

გურამ თუშიშვილი უკრაინაში დღეს დილით ჩაფრინდა.

9 ნოემბერს, ქალაქ დნეპრში, ძიუდოში უკრაინის აბსოლუტური ჩემპიონატი გაიმართება. ამ ტურნირზე მონაწილეობას გურამ თუშიშვილიც მიიღებს. ქართველი სპორტსმენი უკრაინაში დღეს დილით ჩაფრინდა. 

 

ერთერთ ტელეარხთან საუბრისას, თუშიშვილმა თქვა, რომ ამ შეჯიბრზე მისთვის უძლიერესი მეტოქე უკრაინელი სპორტსმენი, იაკოვ ხამო იქნება. 
"ხვალინდელ ტურნირზე ყველას წარმატებას ვუსურვებ! დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს", - თქვა გურამმა.

 


აღსანიშნავია, რომ უკრაინული ჟურნალისტები ქართველ ფალავანზე საუბრისას აღტაცებას ვერ მალავენ. ВІДКРИТИЙ-ს ტელეარხი გურამზე წერს
"ის მხოლოდ 24 წლისაა, თუმცა თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენია. 2017-ში მან დიდი მუზარადის ტურნირი მოიგო; იმავე წელს თუშიშვილი ევროპის ჩემპიონიც გახდა, 2018-ში კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ძალიან საინტერესოა, რომ 193 სმ სიმაღლისა და 115 კგ წონის მქონე გაბარიტების სპორტსმენი დიდ ღონესთან ერთად, მოქნილი და სწრაფიცაა. როდესაც მის ორთაბრძოლას უყურებ,  სამურაიების შესახებ ფილმები გახსენდება, რომელთა დევიზი შემდეგში მდგომარეობს - "სისხარტე ძალის წინააღმდეგ".