ატკინსონის მკვლელობისთვის პოლიციელებს ბრალი წაუყენეს

ინგლისში სამართალი იზეიმებს

პოლიციის ოფიცერს ყოფილი ფეხბურთელის, დალიან ატკინსონის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ატკინსონი ელექტროშოკისგან მიღებული გულისშეტევით  2016 წლის აგვისტოში გარდაიცვალა.

 

ასტონ ვილას ყოფილი ფორვარდი ელექტროშოკით (50000 ვოლტით) მაშინ შეაჩერეს, როცა  სახლის კიბეებთან მამას მოკვლით ემუქრებოდა. ატკინსონი საავადმყოფოში მალევე გარდაიცვალა.

 

პოლიციამ ძალას გადაამეტა, მოწმეების ჩვენებით კი, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ძირს დაეცა, სამარალდამცველებმა კიდევ ორჯერ ესროლეს. ერთერთ პოლიციელს მკვლელობაში, ხოლო მეორეს თავდასხმაში ადანაშაულებენ. გამოძიებაში მესამე სამართალდამცავიც ფიგურირებდა, რომელსაც ბრალი არ წაუყენეს.

 

ბრალდებულები ბირმინგემის სასამართლოში ხუთშაბათს საღამოს წარსდგებიან.

 

 

ატკინსონმა, რომელიც 1990-იან წლებში ასტონ ვილას თავდამსხმელი იყო, კარიერა  ქალაქ იფსვიჩში დაიწყო და, ბირმინგემულ კლუბში გადასვლამდე, შეფილდსა და რეალ სოსიედადში ითამაშა. 

 

ოჯახის წევრებისა და მეგობრების თქმით, ყოფილ ფეხბურთელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. საავადმყოფოდან ის შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე გამოწერეს.

 

ფეხბურთელის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ასტონ ვილას ყოფილი ფეხბურთელები: იან ტეილორი და  ტომი ჯონსონი.

 

The funeral of former Aston Villa footballer Dalian Atkinson