გალიარდო ბარსას უკვე დეკემბრიდან გაწვრთნის?

AS-ის ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყდა...

გამომცემლობა AS-ის ინფორმაციით, დეკემბერში, ერნესტო ვალვერდეს ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე რივერ პლეიტის თავკაცი, მარსელო გალიარდო ჩაანაცვლებს. გაზეთი არგენტინის ყოფილი ფეხბურთელისა და ახლანდელი კომენტატორის კლაუდიო ბორგის სიტყვებს ავრცელებს:

 

„გალიარდო ბარსელონას დეკემბერში გაწვრთნის. ის დღეისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჩემი წყაროს ინფორმაციით, საკითხი უკვე გადაწყვეტილია.“

 

მოლაპარაკებებს ორივე მხარე უარყოფს. ბოლო პერიოდში, ვალვერდეს გუნდი დამაჯერებლად ვერ ასპარეზობს, ამიტომ ეს ამბავი არავის უკვირს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ბლაუგრანამ საკუთარ მოედანზე პრაღის სლავიას დამარცხება ვერ შეძლო, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში გასვლაზე ლევანტესთან 1:3 დამარცხდა.