ბარსელონამ ზალცბურგს 17 წლის თავდამსხმელში 15 მილიონი ევრო შესთავაზა

ჰოლანდის გარდა, ზალცბურგს შეტევაში კიდევ ერთი დიდი ტალანტი ჰყავს...

Marca-ს ინფორმაციით, ბარსელონამ ზალცბურგს, 17 წლის თავდამსხმელში, კარიმ ადეიემში 15 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. 

 

ზალცბურგში ამ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებენ და ფიქრობენ, რომ მისი ფასი მომავალში კიდევ უფრო მოიმატებს, თანაც, ბარსელონასთან ერთად, ნიჭიერი გერმანელით ლივერპული და არსენალი ინტერესდებიან.


ადეიემმა კარიერა ბაიერნში დაიწყო და გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებშიც იძახებენ. ის ამჟამად ავსტრიულ ლიფერინგშია განათხოვრებული, სადაც 10 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.