ქაჯაია ოქროს მედალს დაეუფლა

სასიამოვნო ინფორმაცია

 

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ, მინსკში გამართულ მეორე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში მარცხის მიუხედავად, ის ტურნირის გამარჯვებულად გამოცხადდა. უახლოესს მომავალში სპორტსმენს ოქროს მედალს გადასცემენ.
ფინალში ქაჯაიას მეტოქე ბელორუს მოჭიდავეს, კირილ გრიშჩანკას აკრძალული პრეპარატის გამოყენება დაუდგინეს. შესაბამისად, ოქროს მედალი ბელარუსს ჩამოერთმევა და  ქართველ სპორტსმენს უახლოეს მომავალში გადაეცემა. 
 
ოლიმპიურ კომიტეტს წერილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურმა მდივანმა რაფაელე პანიოციმ გამოუგზავნა. ამ ფაქტის შემდეგ,  საქართველომ გუნდურად წინ წაიწია და  მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ჯამში ქართველმა მოჭდავეებმა 26 მედალი: 7 ოქრო, 6 ვერცხლი და 13 ბრინჯაო მოიპოვეს