ესპანიოლი - 25

ესპანიოლმა ევროპა ლიგის რეკორდი დაამყარა: 25 მატჩი წაუგებლად (არ ითვლება პენალტების სერია).

 ესპანურმა კლუბმა ამ ტურნირში ბოლოს 2006 წელს წააგო - შალკესთან. მერე, იმავე სეზონში ფინალში გავიდა და სევილიასთან პენალტებში დამარცხდა.

 

ამჯერად ესპანიოლმა ბულგარული ლუდოგორეცი 6:0 გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.

 

ამ 25 მატჩიდან ესპანიოლმა 19 მოიგო და 6 ფრედ დაასრულა.