კლიპერსიამოვნება

კავაი საშუალოდ 29.0 ქულას, 8.1 მოხსნას, 5.4 პასს, 2.1 ჩაჭრას და 1.1 დაფარებას იღებს. 

NBA-ს საუკეთესო გუნდი ლოს ანჯელეს კლიპერსია.

ლეიკერსში დგას ლებრონ ჯეიმსი. ლებრონთან დგას ენტონი დევისი და ეს მანქანა ფლეი ოფის წინ უფრო დაუნდობელი, ბრმა გახდება.

ფილადელფიაში არარეალური სრარტი აიღო ჯოელ ემბიდმა. ნუ, როდესაც დიდი ბიჭი სხვა ცენტრებს არ ეჩხუბება და კალათბურთს თამაშობს.

მილუოკიში ბოლომდე გაიშალა და გუნდს თავდასხმაში ყველაზე მეტი ოფცია აქვს. გუნდი დიდი ფინალისთვის ემზადება.

და, კლიპერსი ყველაზე ცივსისხლიანია. გუნდს არ აქვს საუკეთესო შედეგი, მაგრამ ეს საუკეთესო გუნდია. როდესაც კავაი ლეონარდი თამაშობს, კლიპერსი თითქმის არ აგებს (5:1). როდესაც კავაი ლეონარდი მოტივირებულია, კლიპერსი არის პილორამა, რომელიც მხოლოდ კანის ნაფლეთებს და დატეხილ ძვლებს ტოვებს. და, კავაი თითქმის ყოველთვის მოტივირებულია.

კლიპერსი იგებს.

კლიპერსი ბევრს მოიგებს.

და, კავაი საშუალოდ 29.0 ქულას, 8.1 მოხსნას, 5.4 პასს, 2.1 ჩაჭრას და 1.1 დაფარებას იღებს. კავაი ახალ დონეზე გადავიდა. კავაი ლიგის დონია.

სტატისტიკით ლეონარდს ალბათ, ლებრონი (26.1 ქულა, 11.1 (!!!) პასი და 8.3 მოხსნა) უჯოკრავს, მაგრამ კლიპერსს მეტი სიღრმე, პოტენციალი და თავისუფლება აქვს. კლიპერსს შეუძლია ცუდი სერიის შემდეგ ახალი ეტაპის დაწყება, ლეიკერსს კი შეცდომებს არ აპატიებენ. ლეიკერსი ჩაკეტილია საკუთარი სიდიადის ვაკუუმში და ამ შემადგენლობით მხოლოდ ჩემპიონობა სურს.

კლიპერსი ჯერ პოლ ჯორჯის გარეშე აგვარებს. შეიძლება, სადღაც, ლეიკერსი უფრო კრეატიულია, მაგრამ კავაი, ჯორჯი და ლუ უილიამსი ბევრს დააგდებენ, ბევრს დაამტვრევენ და მათ შემდეგ კორონერები ბევრ გვამს გაიტანენ.

კლიპერსი ჯერ ბოსია.

უყურებ და მოაქვს.