ლე ბრონი

ლეიკერსმა მოირგო ჯეიმსის ბრონი.

მაიკლ ჯორდანი იდეალური შემსრულებელი იყო. მიეცი ბურთი მაიკლს და ის, თუნდაც მაღალი სიცხით და გატეხილი ნეკნებით შენ, ჯანმრთელს წელში დაგამტვრევს.

ლარი ბერდი იდეალური ინტელექტი იყო. მიეცი ლარის ბურთი და ის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ლარიმ ბევრი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

მეჯიქ ჯონსონი იდეალური მოთამაშე იყო. პირველი ნომერი მსუბუქი ფორვარდის სხეულში. მეჯიქის პასები მოღრუბლულ ცაზე ღიმილს ტოვებდა. საოცარი კაცი.

ბილ რასელი დაუმარცხებელი ჩემპიონი იყო. ბაბუა ბილი წაგებას უხერხულად, არმოსულს თვლიდა და იგებდა. ერთი-ორჯერ რასელმაც წააგო, მაგრამ 11 ფინალი მაინც მოიგო.

ტიმ დანკანი იდეალური თანაგუნდელი იყო. დააყენე ტიმი ყველაზე უნიჭო, ერთფეროვან ტიპთან (რაც მეორე ნაკადის საჩემპიონო სპერსში შეიმჩნეოდა) და სპერსი არ შესუსტდება.

ლებრონ ჯეიმსი ელეგანტური რობოტია. როდესა პოლ ვერჰუვენმა ლეგენდარული რობოკოპი გადაიღო, ალბათ, აზრათაც არ მოსვლია, რომ ის ფილმი არა მხოლოდ უტოპიურ მომავალზე, ის ფილმი ლებრონზეა. რომელიც სან ანტონიოსთან (2007) წაგებული ფინალით დაეცა და ლებრონი ააწყვეს. როგორც ვერჰუვენის ფილმის გმირი.

რობოტმა ბევრი მისია შეასრულა და პროგრამა გაგაიტვირთა.

და, ჯეიმსი ელეგანტური გახდა. როგორც ფრანგული ენა, როდესაც შეყვარებულს სიყვარულს უხსნი და მომქანცველ სექსს ელოდები. როგორც მირეი მატიეს კომპოზიციები. როგორც ახლადგამომცხვარი კრუასანი.

დღეს, როდესაც კალიფორნია ორად გაიყო, ჯეიმსი ორმაგად მოტივირებულია.

ლეიკერსმა მოირგო ჯეიმსის ბრონი.

ველოდებით პირველ ბრძოლას.