იუვენტუსი: 30 მოთხოვნა, 30 უარი

ტურინის იუვენტუსმა 30-ჯერ მოითხოვა, რომ კუთვნილი ჩემპიონობა დაუბრუნონ. საუბარია 2006 წლის ჩემპიონობაზე. 

იმ წელს, როგორც იცით, კორუფციული სკანდალის (კალჩოპოლი) გამო იუვეს ტიტული ჩამოართვეს და სერია ბ-ში დააქვეითეს. სკუდეტო კი ინტერს გადაეცა.   

 

იუვენტუსის ხელმძღვანელობამ 30-ჯერ განუმარტა შესაბამის ორგანოებს, რომ კონკრეტულად სტატუსი დაებრუნებინათ და არა მაინცდამაინც სკუდეტო, მაგრამ 30-ჯერ განიხილეს და 30 უარი მიიღეს: ჩემპიონად ინტერი ითვლება.