შაფათავა ფინალშია - ქართველი ტურნირის მოსაგებად ემზადება!

შაფათავა და ემილი ვებლი-სმითი მეხუთე ტიტულთან ახლოს არიან

ჩინეთის ქალაქ შენჯენში სოფიო შაფათავა წყვილთა შორის 100 ათას დოლარიანი საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა.

 

ქართველი ჩოგბურთელი მის დიდი ხნის პარტნიორთან, ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითთან ერთად თამაშობს. წყვილებს ერთად მოგებული უკვე 4 ტიტული აქვთ.

 

სოფიომ და ემილიმ პირველ წრეში პიიუ კატო და დანკა კოვინიჩი ორ სეტში დაამარცხეს (7:5; 6:2), მეოთხედფინალში, ასევე ორ სეტში (6:3; 6:4) მეიქი გუო და მეილინ ვანგი; ნახევარფინალი კი პეანგტასა და პლიპუეჩთან დაძაბული შეხვედრის გადატანა მოუხდათ - საბოლოოდ 2:1 (0:6; 6:3; 10:8).

 

ფინალში შაფათავა და ვებლი-სმითის მეტოქეები ნაო ჰაბინო და მაკოტო ნინომია იქნებიან.