ბაიერნის უარი ვენგერს

ვენგერს სურს, ბაიერნს - არა

ბილდის ცნობით, არსენ ვენგერი ბაერნის მწვრთნელი არ გახდება. ფრანგმა სპეციალისტმა, თავისი კანდიდატურა გუნდს შესთავაზა, მაგრამ გერმანულებმა  უარით გაისტუმრეს.

 

ბილდის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის მიმდინარეობდა, მაგრამ წარუმატებლად დასრულდა.

 

„ოთხშაბათს საღამოს, ვენგერმა გუნდის აღმსარულებელ დირექტორს,  კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაურეკა და გერმანული გუნდისადმი ინტერესი თავად გამოხატა.  ბაიერნი აფასებს ვენგერის ინიციატივას, მაგრამ მის ამ პოსტზე დანიშვნას არ განიხილავს“, -წერს ბილდი.

 

თავად ვენგერმა ბავარიელთა შესახებ beIN Sports-თან ისაუბრა.  

 

„ბაიერნთან მოლაპარაკებებზე უარი არასდროს მითქვამს, ვინაიდან იმ ხალხს ვიცნობ, რომლებიც გუნდს წლებია მართავს. დიდი ხნის წინ, შესაძლებელი იყო გერმანული კლუბის თავკაცი გავმხდარიყავი, მაგრამ ახლა მათთან საუბარი არ მქონია და არ ვიცი, ამ საკითხზე ვილაპარაკებთ თუ არა“