ესპანეთის სუპერთასი ახალი ფორმატით გაიმართება

ფინალში არა ორი, არამედ ოთხი გუნდი იქნება...

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად, ესპანეთის სუპერთასი ახალი ფორმატით, ე.წ.  „ფინალური ოთხეულის“ პრინციპით გაიმართება.

 

გათამაშებაში მონაწილეობას თასის მფლობელი ვალენსია და ლა ლიგის ჩემპიონი ბარსელონა, ასევე მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები - ატლეტიკო და რეალი მიიღებენ.

 

½ ფინალების კენჭისყრა  11 ნოემბერს გაიმართება. გუნდები ერთმანეთს  2020 წლის 8 და 9 იანვარს  დაუპირისპირდებიან. ხოლო ფინალური შეხვედრა 12 იანვარს შედგება.

 

ესპანეთის სუპერ თასის მოსაპოვებლად ტურნირი პირველად 1982 წელს გაიმართა.  ტიტული ყველაზე მეტჯერ (13-ჯერ) ბარსელონამ დაისაკუთრა, რეალმა კი თასის მოპოვება 10-ჯერ შეძლო.