სელტიკის თავდამსხმელმა მუსოლინისაც შეუტია - ჰაერში დაკიდებული დიქტატორი...

"მიჰყევით თქვენს ლიდერს"

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, რომში, 95-ე წუთზე, სელტიკის თავდამსხმელმა, ოლივიე ტეშამმა ლაციოს კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. შესაძლოა, შედეგზე მეტად საინტერესო, გოლის აღნიშვნაც იყოს, ტეშამი მოწინააღმდეგე გუნდის ულტრასების რასისტული შინაარსის შეძახილებს გამოეხმაურა და, იტალიის ფაშისტური პარტიის ყოფილი ლიდერის, ბენიტო მუსილინის სიკვდილის იმიტაცია განასახიერა.

 

Olivier Ntcham lazio-ის სურათის შედეგი

 

მოგეხსენებათ, მუსოლინი და მისი პარტიის ლიდერები, 1945 წლის 8 აპრილს სიკვდილით დასაჯეს და ჰაერში ფეხებით ჩამოკიდეს.

 

პირველი შეხვედრა, რომელიც შოტლანდიაში გაიმართა, ლაციოს ულტრასები გლაზგოს ქუჩებში დადიოდნენ და ფაშისტურ მოწოდებებს სკანდირებდნენ. საპასუხოდ, სელტიკის გულშემატკივრებმა სტადიონზე ბანერი გამოფინეს, სადაც მუსოლინი ფეხებით ჩამოკიდებული გამოსახეს და რომაელებს ლიდერისკენ გაყოლა ურჩიეს.