ჩვენ შორის დიდი მანძილია და ვიცი როგორ ძალიან გაკლივარ - ლევანის ემოციური წერილი

"დიდ ძალას მაძლევ ბრძოლის გასაგრძელებლად"

ქართველი სუმოტორის, ლევან გორგაძის შვილი დღეს 2 წლის გახდა, თუმცა ჩვენმა ფალავანმა ამ დროის განმავლობაში მისი ნახვა სულ ორჯერ მოახერხა. ტოჩინოშინი შორეული იაპონიიდან ქალიშვილს დაბადებისდღეს ულოცავს...

 

''დღეს ორი წელი გახდა რაც დაიბადე ჩემო ანგელოზო, თუმცა სულ ორჯერ გნახე და არც კი მიცნობ. მადლობა უფალს რომ შენი თავი მაჩუქა!! ჩვენ შორის დიდი მანძილია და ვიცი როგორ ძალიან გაკლივარ, მაგრამ მამას ძალიან უყვარხარ და სულ მეყვარები მუდამ, სადაც არ უნდა ვიყო ჩემო პატარა!! შენ მე დიდ ძალას მაძლევ და გამძლეობას რომ კიდე ვიბრძოლო. ჩემი პირველი შვილი და დიდი სიყვარული ხარ, უყვარხარ მამას.''

 

View this post on Instagram

დღეს ორი წელი გახდა რაც დაიბადე ჩემო ანგელოზო თუმცა სულ ორჯერ გნახე და არცკი მიცნობ მადლობა უფალს რომ შენი თავი მაჩუქა!! ჩვენ შორის დიდი მანძილია და ვიცი როგორ ძალიან გაკლივარ, მაგრამ მამას ძალიან უყვარხარ და სულ მეყვარები მუდამ სადაც არუნდა ვიყო ჩემო პატარა!! შენ მე დიდ ძალას მაძლევ და გამძლეობას რომ კიდე ვიბრძოლო ჩემი პირველი შვილი და დიდი სიყვარული ხარ უყვარხარ მამას

A post shared by 栃ノ心剛史 (@tochinoshin) on

 

მოგეხსენებათ, 10 ნოემბერს სტარტს კიუშუ ბაშო აიღებს, რომელიც 2019 წლის სეზონში უკანასკნელი იქნება. ქართველი სეკივაკე ტრავმებმა დატანჯა, რის გამოც ოძეკის წოდება ჩამოერთვა და მის დასაბრუნებლად 10 გამარჯვება სჭირდება... როგორც თავად ამბობს, მუხლი ნაკლებად აწუხებს და ბრძოლისთვის მზადაა...