პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელეს

ჯეიმი ვარდისთვის ეს პრიზი პირველი არ არის, განსხვავებით ფრენკ ლამპარდისგან...

პრემიერლიგაში ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი გამოავლინეს.

 

საუკეთესო მოთამაშის წოდება ლესტერის ფორვარდ ჯეიმი ვარდის ერგო, რომელმაც პრემიერლიგის 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და გუნდი ახლა მესამე ადგილზე რომ არის, დიდწილად მისი დამსახურებაა.

 

 

თვის საუკეთესო მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი გახდა - ეს ჯილდო კარიერაში მისთვის პირველია. ოქტომბერში, პრემიერლიგის გათამაშებაში ჩელსიმ სამი გამარჯვება იზეიმა - საუთჰემპტონთან 4:1; ნიუკასლთან 1:0 და ბარნლისთან 4:2.