სამბოში ქართველების სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო

3 ფინალი - 3 ვერცხლი...

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგჯუში, სამბოს  მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალში გასვლა სამმა ქართველმა სპორტსმენმა მოახერხა, თუმცა, სამივე მათგანი: მინდია ლილუაშვილი (68 კგ), პაატა ღვინიაშვილი (90კგ),  ნინო ოძელაშვილი (72კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდნენ.

 

ფინალში ლილუაშვილი (68 კგ) მონღოლ ალტან სუხ დოვდონი 1:5, ხოლო  ღვინიაშვილი (72 კგ) რუს სერგეი რიაბოვთან 1:4 დამარცხდა.

 

ქალთა 72კგ-მდე წონით კატეგორიაში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ მსაჯებმა გაფრთხილებით ქართველი სპორტსმენი დასაჯეს და გადამწყვეტი ორთაბრძოლა ოძელაშვილმა რუს ანასტასია ხომიანჭკოვასთან 0:1 დათმო.

 

ფინალისტების გარდა, კიდევ ერთმა ქართველმა გივი ნადარეიშვილმა (52 კგ)  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.