პლატინიმ 7.2 მილიონი მოითხოვა

უეფას ფრანგი დაემუქრა


მიშელ პლატინი უეფასგან 7.2 მილიონ ევროს ითხოვს, საიდანაც  5.5 მილიონი სახელფასო კომპენსაცია იქნება, დანარჩენი კი იმ სარჩელის საფასური, რომელიც სასამართლომ უნდა განიხილოს. 

გეხსომებათ, 64 წლის მიშელ პლატინი უეფას 2007-2015 წლებში თავკაცობდა, რის შემდეგაც პოსტიდან კორუფციული ბრალდების საფუძველზე გადააყენეს. ფიფას ეთიკის კომიტეტმა ფრანგს რვაწლით აუკრძალა უკან მიბრუნება, მაგრამ პლატინიმ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ოთხი წელი მოიგო. შედეგად, სასჯელის ვადა წლეულს, ოქტომბერში გაუვიდა.