შვეიცარია – საქართველო: მეტოქე დიდი დანაკლისით

15 ნოემბერს ევროშესარჩევის მატჩია: შვეიცარია–საქართველო. ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის ეს შესარჩევში ბოლო თამაში იქნება და მერე 19–ში ხორვატიას ამხანაგურად ეთამაშება, შვეიცარიას კი 18 ნოემბერს ექნება შეხვედრა ასევე შინ, გიბრალტართან.

 შვეიცარიელთა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა შემადგენლობა დაასახელა.  დანაკლისი საკმაოდ აქვს: ლივერპულის გარემარბი შაქირი, გლადბახის ფორვარდი ემბოლო და ნიუკასლის მცველი შერი. ოთხივენი სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელებად მოიაზრებოდნენ. ასევე ლაზარეთში არიან თავდამსხმელები: მეჰმედი (ვოლფსბურგი) და გავრანოვიჩი (დინამო ზაგრები). ბოლოს გამოაკლდათ შტუტგარტელთა შემტევი ცუბერიც, რომელმაც თბილისში გოლი გაიტანა. მაშინ შვეიცარიამ 2:0 სძლია საქართველოს.

 

ნაკრებს დაუბრუნდა ცნობილი მარჯვენა მცველი ლიხშტაინერი, რომელიც აუგსბურგში თამაშობს.  

 

პეტკოვიჩი პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრებს ორიოდე სიტყვით შეეხო:  „საქართველო, შესაძლოა, ძალიან სახიფათო მეტოქე გამოდგეს“.

 

ნაკრების სია:

 

მეკარეები: ზომერი (გლადბახი), მვოგო (ლაიპციგი), ომლინი (ბაზელი);

 

მცველები: აკანჯი (დორტმუნდი), ბენიტო (ბორდო), კიომერტი (ბაზელი), ელვედი (გლადბახი), ლანგი (ვერდერი), ლიხშტაინერი (აუგსბურგი), მბაბუ (ვოლფსბურგი), მუბანჯი (დინამო ზაგრები), როდრიგესი (მილანი);

 

ნახევარმცველები: ჯაკა (არსენალი) ვარგასი (აუგსბურგი), აიეტი (ვესტ ჰემი), ფასნახტი (იანგ ბოიზი), ფროილერი (ატალანტა), ზაქარია (გლადბახი), სტეფენი (ვოლფსბურგი);

 

თავდამსხმელები: დრმიჩი (ნორვიჩი), სოუ (აინტრახტი), სეფეროვიჩი (ბენფიკა), ფერნანდესი (მაინცი)

 

შვეიცარია–საქართველო 15 ნოემბერს სენტ–გალენში გაიმართება და 23:45 საათზე დაიწყება.