რეალამდე იყო ლივერპული

მერსისაიდელებს ფული დაენანათ

18 წლის როდრიგო რეალში უკვე ბრწყინავს, მაგრამ სამეფო კლუბში გადასვლამდე, მის გადაბირებას სხვა ევროპული გრანდიც ცდილობდა.

 

მადრიდელებმა ახალგაზრდა ბრაზილიელი 2018 წლის ზაფხულში შეიძინეს და მასში სანტოსს 45 მლნ ევრო გადაუხადეს. ბრაზილიური გუნდის მთავარი მწვრთნელის, ელანო ბლუმერის განცხადებით, ესპანეთში გადასვლამდე თინეიჯერი მოთამაშე ლივერპულს სურდა.

 

„ლივერპულმა როდრიგოსადმი ინტერესი მაშინ გამოამჟღავნა, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. მერსისაიდელებს მისი შეძენა ძალიან სურდათ, მაგრამ მათ მიერ დასახელებული თანხა რეალურთან ადეკვატური არ იყო. ამის შემდეგ კი მადრიდელების წინადადება მივიღეთ“, - განუცხადა მან ESPN-ს.