ხაბიბმა პასუხი გასცა - რატომ არ ატარებს მებრძოლი რუსეთის დროშას?

ნურმაგომედოვის აზრით, დროშის ტარება სავალდებულო არ არის

მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ოქტაგონზე დროშის გარეშე გამოსვლის გამო დაწყებულ აჟიოტაჟს პასუხი გასცა.

 

„ველოდი ამ კითხვას. ფარისეველი არ ვარ, იმ ხალხისგან განსხვავებით, ვინც დროშას მოდაზე ატარებს, შემდეგ კი ქალებს აუპატიურებს ან მოხუცებს სცემს (საუბარია კონორ მაკგრეგორზე).

 

ჩემი აზრით, დროშით სიარული აუცილებელი არ არის. ქვეყნის ღირსების დაცვა ამის გარეშეც შესაძლებელია. არ ვფიქრობ, თუ დროშას არ ატარებ - პატრიოტი არ ხარ“, - თქვა ხაბიბმა.