Marca: მესის და გრიზმანს ურთიერთობა დაეძაბათ

ესპანური წყაროების მიხედვით, ბარსელონას შემტევები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან

ესპანური წყაროების ინფორმაციით, ბარსელონას ორი შემტევის, ლიონელ მესის და ანტუან გრიზმანის ურთიერთობა იდეალური არ არის. როგორც Marca წერს, კატალონიური გრანდის ფორვარდები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.

 

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მესი გრიზმანის ტრანსფერის წინააღმდეგი იყო. ამ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, არგენტინელმა ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო.

 

მოგეხსენებათ, გრიზმანი ბარსელონას წელს შეუერთდა. კატალონიელებმა ფრანგი შემტევის სანაცვლოდ მადრიდის ატლეტიკოს 120 მილიონი ევრო გადაუხადეს.