მიხაელ შუმახერზე მისი ცოლი და ქალიშვილი ალაპარაკდნენ

შუმახერის ცოლმა და ქალიშვილმა წარსულის ისტორია გაიხსენეს

ფორმულა 1-ის ლეგენდარული მრბოლელის, მიხაელ შუმახერის მეუღლემ, კორინამ, საინტერესო ამბავი მოჰყვა.

 

„30 წლის ასაკში ცხენზე ვოცნებობდი. როგორც კი მიხაელმა ეს ამბავი შეიტყო, დუბაიში წამიყვანა, სადაც არაბული ჯიშის ცხენები დავათვალიერეთ და მათგან საუკეთესო შევიძინეთ. ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია და ამას არასდროს დავივიწყებ“, - თქვა კორინამ.

 

შუმახერის 22 წლის ქალიშვილმა, ჯინა-მარიამ დედის მაგალითი აიღო და საცხენოსნო სპორტით დაკავდა. გასულ ზაფხულს ის ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

„ერთხელ, მამამ ძალზედ საინტერესო რჩევა მომცა, მითხრა, რომ რბოლის დასრულების შემდეგ ტრანსპორტს ყოველთვის ავტოფარეხში ტოვებ, ცხენს კი მუდმივი, ყოველდღიური მოვლა-პატრონობა სჭირდება“, - გაიხსენა ჯინა-მარიამ.