L'Equipe: პსჟ ნეიმარს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

პსჟ ნეიმარს ახალ კონტრაქტს უმზადებს

პსჟ-ს ნეიმართან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. 27 წლის ბრაზილიელის ხელშეკრულება პარიზულ გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.

როგორც L'Equipe წერს, ფრანგული კლუბი ნეიმარს გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს. ახლანდელი კონტრაქტის მიხედვით, ბრაზილიელის ყოველკვირეული ანაზღაურება 500 000 ევროს შეადგენს.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ნეიმარის ანგარიშზეა 4 გატანილი გოლი. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, ბრაზილიელი ფორვარდი კლუბის დატოვებასთან ახლოს იყო - მისი გადაბირებით ბარსელონა იყო დაინტერესებული.