ბარსელონას ნახევარმცველი ინტერის რადარზე მოხვდა

ინტერი არტურო ვიდალის შეძენითაა დაინტერესებული

ბარსელონას ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, მილანის ინტერის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. იტალიელები ჩილელის გადაბირებას ზამთარშივე ეცდებიან. გამოცდილი ნახევარმცველის შეძენით ანტონიო კონტე პირადად არის დაინტერესებული.

იტალიურ წყაროებზე დაყრდნობით, ინტერმა 25 მილიონი ევრო ამ ტრანსფერის განსახორციელებლად უკვე გაამზადა.

შეგახსენებთ, რომ მილანელთა ახლანდელი თავკაცი, ანტონიო კონტე, ჩილელ ნახევარმცველს კარგად იცნობს - იტალიელი სპეციალისტი ვიდალს იუვენტუსში მუშაობის დროს წვრთნიდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ვიდალმა 8 შეხვედრა ჩაატარა, რა დროსაც 3 გოლის გატანაც მოახერხა.