ლევანტეს მეკარე თამაშზე ვერ მიდის, რადგან არჩევნებზე დამკვირვებელია

ლევანტეს მეკარემ შესაძლოა თამაში გამოტოვოს...

AS-ის ინფორმაციით, ლევანტეს მეკარე აიტორ ფერნანდესმა შესაძლოა ბილბაოს ატლეტიკთან გასამართი შეხვედრა გამოტოვოს, რადგან ის ესპანეთის ქალაქ მანდრაგონში არჩევნებზე დამკვირვებლად გამოიძახეს. შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდა და ეს არჩევნებიც მაინცდამაინც 10 რიცხვს დაემთხვა, როდესაც მეკარეს ლა ლიგაში შეხვედრა ელოდება. 

 

ფერნანდესის თქმით, მისი ადვოკატები და კლუბი ყველანაირად ცდილობენ ეს პრობლემა მოაგვარონ.

 

არადა ის ლევანტეს ძირითადი მეკარეა და ამ სეზონში მონაწილეობა ყველა შეხვედრაში მიიღო.