პსჟ-სთან გაფუჭებული პენალტის გამო, ბრიუგეს ფორვარდი მკაცრად დაისჯება

ბრიუგეს მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მბაი დიანი გუნდს დროებით ჩამოშორდება

ბრიუგეს ფორვარდმა, მბაი დიანმა, პსჟ-სთან შეხვედრაში (0:1) პენალტი ვერ გაიტანა. ამის გამო, სენეგალელი ფორვარდი ძირითად გუნდს დროებით ჩამოაშორეს.

 

მთავარი მწვრთნელის, ფილიპ კლემანის გადაწყვეტილებით, ბრიუგეში პენალტების ძირითადი შემსრულებელია ჰანს ვანაკენი. თერთმეტმეტრიანი პარიზელთა წინააღმდეგ სწორედ მას უნდა გამოეყენა, თუმცა დიანმა პენალტი თვითნებურად დაარტყა და ეს შანსი გააფუჭა.

 

„ანტვერპენთან შეხვედრის განაცხადში მას ვერ იხილავთ. ალბათ, მომავალ კვირებში ან თვეებში ძირითად გუნდში დავაბრუნებ. გარდა ამისა, მას სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს“, - თქვა ბრიუგეს მწვრთნელმა, ფილიპ კლემანმა.