ჯორდანია რა მაინც...

და, კარგავს დროს და სიმშვიდეს ალენი. 

კევინ დიურანტმა და კაირი ირვინგმა ბრუკლინის ბოსებს ძმობაში და კაიბიჭობაში დეანდრე ჯორდანი აყიდინეს.

კარგი ცენტრი დიდი კონტრაქტით და ყველაზე მაგარი რეპით. ჯორდანი ბევრ გუნდს უნდოდა და ბიჭი ბრუკლინის ბადეში დაეშვა, წაუძინა. და, დაიბარა, ფლეი ოფისთვის გამაღვიძეთ.

დეანდრე ძალიან კარგია, თუ გუნდს მის ადგილზე არ ჰყავს უკეთესი, ახალგაზრდა მეხუთე ნომერი, რომელიც უმატებს და მომავალია.

როგორც - ჯარეტ ალენი.

დეანდრე ამ რეგულარულში - 6.1 ქულა, 9.3 მოხსნა.

ალენი - 9.1, 9.7 მოხსნა. მეტ დროში.

ჯორდანი დიდი ბიჭია, მაგრამ დეანდრე არასოდეს არ ყოფილა კარგი დამცველი. უბრალოდ, როდესაც ხედავენ გოლიათს, ხანდახან ერიდებათ სამწამიანში შესვლა. ვისაც არ ერიდება, დეანდრეს კლავს. როგორც რამდენიმე დღის წინ, დომანტას საბონისმა.

ბრუკლინი ჯორდანს არ ტვირთავს. და, კარგავს დროს და სიმშვიდეს ალენი.

დეანდრეს გაშვებაც არ გამოდის. ჯორდანია რა მაინც...

ბრუკლინი გაიჭედა.