ლილARTი

ლილარდი ჯერ პორტლენდშია.

დემიან ლილარდი პორტლენდის ფუნჯია. ტილოზე გადადის პირველი კონტური, მხატვარი არჩევს იდეალურ ფერებს და იწყება ახალი პეიზაჟის შექმნა. დიდი გამოფენისთვის კიდევ ერთი ნამუშევარი იქნება მზად.

ლილარდი სტეფის შემდეგ, ყველაზე დაუნდობელი სნაიპერია. უფრო ცივსისხლიანი, ვიდრე მარკ უოლბერგის პერსონაჟი. უფრო სელექციური, ვიდრე- ჯონ რემბო. უფრო აკადემიური, ვიდრე - ვან ჰელსინგი.

ლილარდი უახლოვდება დიდებას და ლილარდი უფრო ახლოს მივიდა უფსკრულთან. სადაც პორტლენდთან ერთად ჩაიჩეხება, თუ გუნდი აზრზე არ მოვა და ნორმალურად არ აყომარდება.

ბრუკლინთან ლილარდმა 60 ქულა ხია. დაგლიჯა. დემიანი პორტლენდის ნავახა იყო, რომელმაც ბევრი სისხლი დალია. და, პორტლენდმა მაინც ვერ გაქაჩა. პორტლენდმა მაინც წააგო. პორტლენდმა ლილARTი ვერ გამოიყენა.

დემიანს კარიერაში საუკეთესო სტარტი აქვს - 30.0 ქულა, 7.1 პასი, 5.1 მოხსნა. სამი პერსონალური რეკორდი. და, გუნდი აგებს. პორტლენდი - 3:6. ჯერ ადრეა, მაგრამ მალე გვიანი იქნება. პორტლენდი ვერ ქაჩავს.

არ გაამართლა ჰასან უაითსაიდის ექსპერიმენტმა. დიდი ბიჭი ცუდი არ არის, მაგრამ გატყდა ბალანსი და ტრეილ ბლეიზერსი კოჭლობს.

რობერ ოსეინის გმირისგან განსხვავებით, პორტლენდს კოჭლობა არ უხდება.

ლილარდი ჯერ პორტლენდშია.

ჯერ...სახიფათო სიტყვაა.