ფერდინანდი: კრიშტიანუს სახლთან დავდიოდი და მიკვირდა ამდენი ხალხი იქ რას აკეთებდა

"საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ეს ხალხი ვინ არიან? რა ხდება?"

Goal.com-მა რიო ფერდინანდთან ინტერვიუ ჩაწერა. ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და მისი მანჩესტერში გადასვლა, ხასიათი და მიზანსწრაფულობა გაიხსენა...

 

„რაც ვნახე, კრიშტიანუ პირველი ადამიანი იყო, რომელშიც კლუბმა ამხელა ინვესტიცია განახორციელა. მისი სახლის გარშემო დავდიოდი და ვხედავდი, რომ მის გარშემო ათეულობით ადამიანი იკრიბებოდა. ვფიქრობდი: „ეს ხალხი ვინ არიან? რა ხდება?“ - ფერდინანდი მანჩესტერში რონალდუს მეზობლად ცხოვრობდა

 

„მას თავისი მზარეული, ფსიქოლოგი, ექიმი და პერსონალური მწვრთნელი ჰყავდა. მანჩესტერი როცა დატოვა, ის უკვე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მას ლებრონ ჯეიმსს თუ შევადარებდი, საკუთარი თავის განვითარებაში ფულის დაბანდება არცერთს დაენანა და შედეგიც მიიღეს - დღეს ორივე სრულყოფილ ფიზიკურ ფორმაშია. კრიშტიანუ ამ საუკუნის 2 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა.

 

ახალგაზრდებს ყოველთვის ვურჩევ, რომ საშუალება თუ აქვთ, ინვესტიცია თვითგანვითარებაში ჩადონ“, - თქვა ფერდინანდმა.