მესისა და სუარესს აქცია გაუმართეს

აქტივისტები ბარსელონას საწვრთნელ ბაზასთან შეიკრიბნენ

პალესტინასა და ისრაელის კონფლიქტის შესახებ დედამიწაზე ყველა ადამიანმა იცის. 18 ნოემბერს, ისრაელში, არგენტინისა და ურუგვაის ამხანაგური შეხვედრა უნდა გაიმართოს, რაც საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი გახდა, ისინი მესისა და სუარესს მოუწოდებენ, რომ ამ მატჩში მონაწილეობა არ მიიღონ

 

„დრო ჯერ კიდევ გაქვთ, რომ წასვლაზე უარი თქვათ!“ - აქტივისტები ბარსელონას საწვრთნელ ბაზასთან ამ სიტყვებს სკანდირებდნენ

 

„ისრაელს არ მისცეთ უფლება, რომ კრიმინალური რეჟიმის სახედ გაქციოთ! ეს თამაში ღაზას სექტორთან ახლოს გაიმართება, სადაც ფეხბურთელებს კოჭები დაუხვრიტეს. ამის თანამონაწილე გინდათ იყოთ?“

 

2014 წელს, არგენტინასა და ისრაელს შორის დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა სწორედ ამ მიზეზით გაუქმდა. მაშინ, მესიმ პალესტინელებს მხარი სახალხოდ დაუჭირა და თქვა, რომ რეგიონში ძალადობა უნდა შეწყდეს...