ხორვატი აჩრდილები (+video)

Instagram-ში კარიკატურული ფოტოები და პატარა ვიდეოც გამოქვეყნდა, რომლებიც ხორვატი ვარსკვლავების ჩავარდნას ასახავს.

 ლუკა მოდრიჩი, ივან რაკიტიჩი, მარიო მანჯუკიჩი - ისინი დაფრინავდნენ მუნდიალზე, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ მოუკლეს. უკვე სათამაშო პრაქტიკაც კი სანატრელი გაუხდათ.

 

თუმცა აღმართს დაღმართიც მოჰყვება და ასეც არ იყოს, სამივენი 30-ს გადასცდნენ. ასაკი მაინც თავისას შვრება.