ვახტანგ ჩიდრაშვილის ოქრო - 6 გზის მსოფლიოს ჩემპიონი!

გუშინდელ 3 ვერცხლსა და 1 ბრინჯაოს, დღეს ოქროც შეემატა

სამხრეთ კორეაში სამბოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მისი მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი საიან ხერტეკი იყო, რომელსაც ჩვენებურმა, მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგო. ჩარდრიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო.

 

ასევე, კიდევ ერთმა ქართველმა, დავით ლორიაშვილმა (100კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ) კი საქართველოში ბრინჯაოს მედალს ჩამოიტანს.

 

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა 3 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. სასიამოვნოა, რომ 9-ში, ამ მიღწევებს ოქროც შეემატა.