შესაძლოა რუსეთს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი ჩამოერთვას

რუსეთი და დოპინგი

მსოფლიოში დოპინგთან ბრძოლის სააგენტო (WADA) ძალიან დააეჭვა სპორტსმენებზე RUSADA-ს (რუსეთში დოპინგთან ბრძოლის სააგენტო) მიერ გაგზავნილმა მონაცემებმა, სადაც მანიპულაციის ნიშნები იკითხება.

 

რუსულმა მხარემ ამ ცვლილებების შესახებ თავისი პოზიცია დააფიქსირა. თუ WADA-ში მიიჩნევენ, რომ არგუმენტები დამაკმაყოფილებელი არ არის, RUSADA-ს სანქციებს დაუწესებენ, რაც ამ ქვეყნის წარმომადგენლებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაში ხელს შეუშლის.

 

ამით ყველაფერი არ მთავრდება, ჩვენს ჩრდილოეთ მეზობლებს შესაძლოა პრობლემები UEFA-სგანაც შეექმნათ და  2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლობის უფლება ჩამოერთვათ და მათ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალოს.

 

რუსულ მხარეს ეს ბრალდებები თუ დაუმტკიცდა, მისი გასაჩივრებისთვის 21 დღე ექნებათ.